საქართველოსთვის პირდაპირი ავიარეისების მხრივ ლიდერი კვლავ სტამბოლის მიმართლებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სხვა წლების მსგავსად, პირდაპირი ავიარეისებით გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობით კვლავ სტამბოლი ლიდერობს.

2018 წლის 9 თვის განმავლობაში პირდაპირი ავიარეისებით გადაყვანილი მგზვრთნაკადის მიხედვით მეორე ადგილზეა – მოსკოვი, ხოლო მესამეზე – თეირანი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება ასე გამოიყურება:

  • სტამბოლი (455 917 მგზავრი);
  • მოსკოვი (430 480 მგზავრი);
  • თეირანი (280 585 მგზავრი);
  • კიევი (243 675 მგზავრი);
  • თელ-ავივი (237 368 მგზავრი);
  • დუბაი (186 127 მგზავრი);
  • ვარშავა (85 413 მგზავრი);
  • პეტერბურგი (85 329 მგზავრი);
  • შარჟა (83 381 მგზავრი);
  • როსტოვი 75 680 მგზავრი);

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 9 თვეში TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულებაში გასული წლის მონაცემებთან შედარებით გარვეული კორექტივებია შესული.

2017 წლის  მონაცემებით, TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება ასეთი იყო:

  • სტამბოლი;
  • მოსკოვი;
  • კიევი;
  • თეირანი;
  • თელ-ავივი;
  • დუბაი;
  • დოჰა;
  • შარჟა;
  • ვარშავა;
  • მინსკი;