სეულის მეტროს ოპერატორმა კომპანია Seoul Metro-მ მეტროპოლიტენსა და ინჩეონისა და ჯიმპოს აეროპორტებს შორის ბარგის მიტანის სერვისი აამოქმედა.

ახალი სერვისი მგზავრებს საშუალებას აძლევს მეტროში ჩააბარონ ბარგი და აიღონ აეროპორტში. უცხოელ ტურისტებს მისი ჩაბარება უახლოეს სადგურზე შეეძლებათ, რათა გამგზავრებამდე ქალაქი კომფორტულად დაათვალიერონ.

მიწოდების შეკვეთა შესაძლებელია ინტერნეტით. საწყის ეტაპზე სერვისის შეკვეთა აუცილებელია ბარგის ჩაბარების წინა დღეს.

ტრანსპორტირების ღირებულება მერყეობს 17,000-დან 45,000 კორეულ ვონამდე ($12,96-34,30) ბარგის ზომის, დანიშნულების ადგილისა და დროის მიხედვით.