საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია flynas-ი საუდის არაბეთის ერთ-ერთ აეროპორტში, რომელიც ჯერ არ სახელდება, მეოთხე ბაზას ამატებს და ამას ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების მზარდი რაოდენობით ხსნის.
როგორც კომპანიის ქსელის დაგეგმვის დირექტორი ბენ ბურგე აცხადებს, დეტალები მეოთხე ბაზის ოპერირების მიმართულებების შესახებ 2023 წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ამჟამად ბაზებს საუდის არაბეთის სამ უდიდეს აეროპორტში – რიადში, ჯედასა და დამამში ფლობს. სიდიდით მეოთხე აეროპორტი, სადაც ავიაკომპანიას ბაზა არ გააჩნია, არის აბა.
flynas-ის ავიაპარკი მოიცავს A320-200 ტიპის 13, A320-200N ტიპის 32 და A330-300 ტიპის 3 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გეგმავს პირდაპირი რეისების განხორციელებას ჯედადან აბუჯას, ბიშკეკის და დუშანბეს მიმართულებით, ისევე, როგორც მედინასა და ბაღდადს შორის.
კომპანიის ქსელის დაგეგმვის დირექტორის თქმით, ავიაკომპანია ასევე მოელოდა უკრაინაში დაბრუნებას, სადაც ის რუსეთის შეჭრამდე, კერძოდ ლვოვისა და კიევის ბორისპოლის აეროპორტებში ოპერირებდა.
Написать в Nino Tsivtsivadze