ესპანური ავიაკომპანია Air Europa მადრიდი-თბილისი-მადრიდის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას გეგმავს. ჩარტერული ავიარეისების ორგანიზებას Green Aviation-ი ახდენს, სადაც განმარტავენ, რომ ამ დროისათვის მგზავრების სათანადო რაოდენობის შეგროვება ხორციელდება. დღეის მონაცემებით კი რეისები 14 და 18 სექტემბერსაა ჩანიშნული.
უფრო კონკრეტულად კი 14 სექტემბერს დაგეგმილი ავიარეისი იქნება შემომყვანი და Air Europa მგზავრებს მხოლოდ მადრიდი-თბილისის მიმართულებაზე მოემსახურება, ხოლო 18 სექტემბრის რეისი იქნება გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრებს თბილისი-მადრიდის მიმართულებით გადაიყვანს.
საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული რეისების განხორციელებაზე ამ დროისათვის მარეგულირებელი უწყებიდან შესაბამისი ნებართვა არ არსებობს და შესაძლოა მისი განხორციელების თარიღი შეიცვალოს.
აღსანიშნავია, რომ ამ რეისების გამოყენება შესაძლებელია ტრანზიტული მოგზაურობის დასაგეგმადაც.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-მდე ესპანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულება იყო. თბილისსა და ბარსელონას შოროს რეგულარულ რეისებს Georgian Airways-ი ასრულებდა, ხოლო ქუთაისსა და ბარსელონას შორის კი ავიაკომპანია Wizz Air-ი.
Air Europa საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას 2019 წელსაც გეგმავდა და ავიაკომპანიასან გარკვეული მოლაპარაკებები 2018 წელსაც მიმდინარეობდა.