11 სექტემბერს ქართული ავიაკომპანიამ Georgian Airways-ი ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე სპეცრეისს განახორციელებს. როგორც კვიპროსში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული რეისი კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის მიერაა ორგანიზებული.

“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს შესრულდება კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის მიერ ორგანიზებული სპეც-რეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.

✈️ რეისს შეასრულებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“. გამგზავრების დრო: 21:10 სთ., კვიპროსის დროით. ჩაფრენის დრო: 00:20 სთ., საქართველოს დროით.

✅ რეისზე რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურს:

მის.: ქ. ნიქოზია: Agamemnonos 6, Engomi
ქ. ლიმასოლი: Franklin Roosevelt 223
ქ. პაფოსი: Eleftheriou Venizelou 8

ტელ.: +357 97774116″, აცხადებენ კვიპროსში საქართველოს საელჩოში.