მთავარი რეიტინგები სასტუმრო Stamba ბრიტანული Telegraph-ის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგშია

სასტუმრო Stamba ბრიტანული Telegraph-ის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგშია

793

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგში თბილისის სასტუმრო Stamba მოხვდა.

სასტუმრომ უმაღლესი 10 ქულიდან 9 ქულა დაიმსახურა.

გამოცემა მიათითებს, რომ ყოფილი საბჭოთა ეპოქის Stamba ახლა განსხვავებული დიზაინის სასტუმროა შუშის გამჭვირვალე აუზით და გრანდიოზული კაფეთი. ახალი სასტუმრო ერგება დედაქალაქის სტილს. სასტუმროს რესტორანი სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძებით უმასპინძლდება.

სასტუმროში ერთი ღამით განთავსება დაახლოებით, 737 ლარია (224£).

თბილისის ცენტრში ახალი სასტუმრო Stamba Hotel-ი კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში 1 მაისს Rooms Hotel-ის მფლობელმა კომპანია „აჭარა ჯგუფმა“ გახსნა.