ინციდენტი კორეის ერთ-ერთ აეროპორტში. კორეის ქალაქ კიმპოხის აეროპორტში (სეულის მახლობლად) 2 თვითმფრინავის შეჯახება მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, შემთხვევა 26 ივნისს მოხდა, რომლის შედეგადაც ორივე თვითმფრინავი დაზიანდა.

თვითმფრინავები ავიაკომპანიების Korean Air-სა და Asiana Airlines-ის კუთვნილებაა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ Asiana-ს ბორტმა Korean Air-ის ლაინერის მახლობლად ჩაიარა, რა დროსაც კუდი გამოსდო და ორივე თვითმფრინავი კუდის არეში დაზიანდა.

Asiana-ს თვითმფრინავი პეკინის მიმართულებით რეისის განსახორციელებლად ემზადებოდა, ხოლო Korean Air-სა კი ოსაკას მიმართულებით.