კიევის სასამართლომ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის კუთვნილი ავიაკომპანიის „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ (FlyUIA) გაკოტრების პროცესი დაიწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება 22 ნოემბერს იქნა მიღებული და 24 ნოემბერს გამოქვეყნდა სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან სახელმწიფო რეესტრში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე FlyUIA უკრაინაში ყველაზე დიდი ავიაკომპანია იყო.
ავიაკომპანიის გაკოტრების ინიციატორი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Ukreximbank, რომლის დავალიანებაც გააჩნია FlyUIA-ს, საუბარია 39,4 მლნ გრივნაზე.
სასამართლომ 22 ნოემბრიდან დააწესა მორატორიუმი კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და ქონების ადმინისტრატორად დანიშნა ტატიანა ნოსენკო.
2024 წლის 30 იანვრისთვის მას მოუწევს კრედიტორების მოთხოვნების სიის შედგენა, ხოლო 2024 წლის 22 იანვრისთვის ავიაკომპანიის ქონების ინვენტარიზაცია.
FlyUIA-ს გაკოტრების საქმის ფარგლებში, სასამართლომ ასევე აუკრძალა FlyUIA-ს და ავიაკომპანიის მფლობელს აქტივების გასხვისება.
თუმცა, გაკოტრების დაწყებამდე ავიაკომპანიამ უკვე მოახერხა თავისი ერთ-ერთი მთავარი აქტივის გაყიდვა სახელმწიფო საწარმოს SETAM-ის აუქციონებზე – სავაჭრო ნიშნი UIA-ს სახელით და ლოგოთი, ასევე შვილობილი კომპანიების აქციები.
აუქციონით გასხვისდა 99%–იანი წილი თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების კომპანია „MAUTEKHNIK“–ში, 62.43%–იანი წილი ოპერაციულ კომპანია „Interavia“–ში, რომელიც ამოწმებდა მგზავრებს და ემსახურება თვითმფრინავებს უკრაინის აეროპორტებში და ასევე ავიაბილეთების რეალუზაციის ოფისი კიევის ცენტრში.
აუქციონზე გამოტანილი FlyUIA-ს ყველა სავაჭრო ნიშანი შეიძინა შპს Okealos Company-მ, რომელიც შეიქმნა 2022 წლის 29 ივლისს. ამავე კომპანიამ იყიდა ყველაზე ძვირადღირებული ლოტი – 62,43%-იანი წილი გამტარ კომპანია Interavia-ში, რაშიც 38,9 მლნ გრივნა გადაიხადა.
კიევის ცენტრში ავია სალაროები კონსტანტინე გერასიმენკოს 6,7 მილიონ გრივნად მიჰყიდეს. ოლეგ ტკაჩუკმა იყიდა 99%-იანი წილი MAUTECHNIK-ში, რაშიც მან 195 მლნ გრივნა გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ FlyUIA-მ ყველა ფრენა 2022 წლის შემოდგომაზე აქციონერების – იგორ კოლომოისკისა და არონ მაიბერგს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის ფონზე შეაჩერა..
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, FlyUIA რამდენიმე თვის განმავლობაში ისევ სამი თვითმფრინავით ოპერირებდა, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ. 2023 წელს ისინი ხელახლა დარეგისტრირდნენ ავიაკომპანია Windrose Airlines-ში, რომელსაც მედია იგორ კოლომოისკის უკავშირებდა.
FlyUIA-ს ფლოტის ყველა თვითმფრინავი იჯარით იყო აღებული, ე.ი. არ ეკუთვნოდა ავიაკომპანიას. ერთადერთი თვითმფრინავი, რომელსაც FlyUIA ფლობდა, ავიაკომპანიამ რამდენიმე წლის წინ გაყიდა.
FlyUIA 1992 წელს შეიქმნა.