საქართაშორისო ვიზიტორები საქართველოში უპირატესობას შოპინგსაც ანიჭებენ. ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის ტოპ-5 ში შოპინგიც შედის, რაზეც 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზტორების ხარჯის 12 %-ი მოდის. ეს კი ღირებულებით გამოსახულებაში 169.12 ათასი ლარია.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ანგარიშებიდან ირკვევა, შოპინგზე საერთაშორისო ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხები ბოლო წლებში მზარდია.
2017 წლის პირველ კვარტალში შოპინგზე დანახარჯები 129.203 ათასი ლარი იყო.
2017 წელს მთლიანად საერთაშორისო ვიზტორებმა შოპინგზე 789.717 ათასი ლარი დახარჯეს. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 637.567 ათასი ლარი იყო.