AviaNews – 2018 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,039,027 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 845,588 შეადგინა, ზრდა +10.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 564,977 შეადგინა, რაც 73,694-ით მეტია 2017 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+13.8%), აზერბაიჯანიდან (+9.8%),თურქეთიდან (+20.5%)და სომხეთიდან (-4.2%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +260%, ესტონეთი +83%, გერმანია +59%, ჩეხეთი +56%, ნიდერლანდები +55%, გაერთიანებული სამეფო+44%, პოლონეთი+42% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი +115%, კორეის რესპუბლიკა +83%, ბელარუსი +55%.ამერიკის შეერთებული შტატები +54%, საუდის არაბეთი +44% და სხვა.
2018 წლის იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 4,600,988 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 3,843,036 შეადგინა, ზრდა+15.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,498,751შეადგინა, რაც 433,624-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +21%)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%),რუსეთიდან (+24.1%)თურქეთიდან (+20.4%) და სომხეთიდან (+2.1%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +102%, ესპანეთი +54%, გაერთიანებული სამეფო +50%, ნიდერლანდები +49%,ჩეხეთი +49%, გერმანია +48%, ლატვია +44%, საფრანგეთი +36% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +143%, ჩინეთი +92%, საუდის არაბეთი +67%,ქუვეითი 49% და ბელარუსი +43%.