საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2018 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში დანახარჯები 6.8 მლრდ ლარამდე გაიზრდება.
Galt&Taggart-ის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად, 24.3%-ით გაიზრდება დანარაჯები საკვებსა და სასმელზე და ის 1.8 მლრდ ლარს მიაღწევს.
2017 წლის მონაცემებით, სულ ტურისტებმა 5.8 მლრდ ლარი დახარჯეს. ამ თანხის 25,6% სწორედ საკვებსა და სასმელზე მოდის, 23%-ით განთავსებაზე დახარჯული თანხებია, გართობა – 18,5%, საყიდლები – 13,7%, ტრანსპორტი 8,4%.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტურიზმი ღვინის ადგილობრივ მოხმარებას მნიშვნელოვნად ასტიმულირებს.