2022 წლის მაისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მაისში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 258,130 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. მაისში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 255,685 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 221,055 ტონა ტვირთი გადაზიდა.
მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 87,642 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ესპანური ავიაკომპანია Swiftair-ი, რომელიც 2022 წლის მაისში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 30,832 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Cargolux Airlines;
Georgian Airlines;
Myway Airlines;
Swiftair;