2022 წლის იანვარ-ივლისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 0,76%-ით გაიზარდა
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 7 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 122,950 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-ივლისში კი 10 047,072 ტონა.
შესაბამისად ზრდა 0,76%-ია.
2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-ივლისში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 26,03%-ია. 2019 წლის იანვარ-ივლისში აეროპორტი 13 686,091 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 8 985,962 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-ივლისში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 12,65%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.