2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 7 თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2 231,874 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. იანვარ-ივლისში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 1 322,534 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ახალი ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-ივლისში განმავლობაში 819,921 ტონა ტვირთი გაატარა.

7 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ჩარტერული ავიაკომპანია Continental Airlines-ი (FlyPRO), რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 688,253 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Myway Airlines-ი, რომელიც 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 407,616 ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Georgian Airlines;

Continental Airlines (FlyPRO);

Myway Airlines.