უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის Airbus A321neo-ს ცხვირის კონუსი, კატანიას აეროპორტში, სიცილიაში დაშვებისას, დაზიანდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვებისას მეტეოროლოგიური ვითარება გართულდა, ჭექა-ქუხილს სეტყვაც დაერთო. ინციდენტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა დანიშნულების აეროპორტში და დათვალიერებისას თვითმფრინავის კორპუსზე გარკვეული დაზიანებები გამოვლინდა.