საქართველოში ფრენები პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე AviaNews-სთან ინტერვიუში მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ არსებული პროგნოზების თანახმად 2022 წელს ქვეყანა მოახერხებს და დაახლოებით 65%-ით შეძლებს პანდემიამდე არსებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებლის დაბრუნებას.
“როგორც იცით, 2021 წელს, EUROCONTROL-მა საჰაერო მიმოსვლის პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებისა და შემდგომი ზრდის კუთხით, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ფრენები პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება და 2022 წელსვე 120%-მდე გაიზრდება (2020 წლის პროგნოზებით, საქართველო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებდა.)
ფრენების თვალსაზრისით, ჩვენი პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია და მოლოდინები თავსებადია საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებთან. რაც შეეხება მგზავრთნაკადს, ვვარაუდობთ, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო წარმატებული წელი გვექნება და დაახლოებით 65%-ით შევძლებთ პანდემიამდე არსებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებლის დაბრუნებას”, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.