არაბთა გაერთიანებული საამიროები 10 იანვრიდან არავაქცინირებულ ადამიანებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებას კრძალავს. ინფორმაციას Reuters ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამოგზაუროდ ორი დოზით სრულად ვაქცინირებეულ ადამიანებს ”ბუსტერ“ დოზის მიღება დასჭირდებათ. აკრძალვა არ იმოქმედებს სამედიცინო ან ჰუმანიტარული გამონაკლისების მქონე პირებზე.

Our World in Data-ს მონაცემებით, საუდის არაბეთში მოსახლეობის 90%-ზე მეტი ვაქცინის ორი დოზით სრულადაა აცრილი.

წყარო.ipn