საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ხორვატიის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ხორვატიის მხრიდან – ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლინა ბრნიაცმა.

მემორანდუმი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს როგორიცაა მხარეთა შორის ორმხრივი ტურისტული მიმოსვლის ინტენსიფიკაცია, ორი ქვეყანის ტურიზმის სექტორს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლა. მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ხორვატიას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.