ამერიკული ავიაკომპანია American Eagle-ს კაპიტანმა პატრიკ ფორდმა ჩიკაგოს აეროპორტიდან აფრენისთანავე, Embraer 175-ის მართვის პუნქტთან გონება დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BNO News ავრცელებს.

საკონტროლო ოთახთან თვითმფრინავის საუბრის საჯაროდ ხელმისაწვდომ აუდიოჩანაწერზე ისმის კაპიტანი ფორდი ესაუბრება ავიამეთვალყურეს შემდეგ კი მისი ხმა მოულოდნელად გაწყდა.

პირველი პილოტის რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ავიამეთვალყურემ შეშფოთებულმა ჰკითხა: “შემიძლია დაგეხმაროთ?” „3556, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ, კაპიტანი ქმედუუნაროა“, – უთხრა მეორე პილოტმა ბრენდონ ჰენდრიქსონმა ავიამეთვალყურეს აეროპორტიდან აფრენიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ.

ჰენდრიქსონმა თვითმფრინავის მართვა თავის თავზე აიღო და ჩიკაგოს აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. ფორდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაცვლილად გამოცხადდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ გამგზავრებამდე მფრინავებმა უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება და თუ მათ ჯანმრთელობას რამე პრობლემა დაუფიქსირდებათ ფრენის უფლებას არ აძლევენ. ბოლო დრომდე, ინციდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლის დროსაც ბორტზე გონება დაკარგეს მიეკუთვნებოდა მგზავრებს და არა პილოტებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა აშშ-ში, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავის პილოტმა გონება დაკარგა. თუმცა, წინა გახმაურებული შემთხვევა, როდესაც პილოტს ჰქონდა გულის შეტევა, მოხდა 2022 წლის აპრილში დალასის აეროპორტში დაფრენიდან რამდენიმე წუთში. ვინაიდან თვითმფრინავი უკვე ადგილზე იყო და აეროპორტში სამედიცინო ჯგუფი მორიგეობდა, პილოტი რობერტ სნოუ გადარჩა. აღნიშნული, რომ ჰაერში რომ მომხდარიყო შესაძლოა ინციდენტი პილოტისთვის და მგზავრებისთვის ბევრად უარესად დასრულებულიყო.