მეტეოროლოგიური პირობების გამო თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც სტამბოლი-თბილისს ასრულებდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ძლიერი ქარის გამო Pegasus Airlines-ის საჰაერო ხომალდი აეროპორტში ვერ დაჯდა და ამიტომ ბორტი ტრაბზონის  საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

როგორც აეროპორტის ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, დღეს თბილისის აეროპორტში ყველა რეისი განრიგის მიხედვით შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თბილისში ძლიერი ქალია.