ამერიკულმა ავიამშენებელმა კონცერნმა Boeing-მა დამკვეთს, სატვირთო ავიაკომპანია Atlas Air-ს ოთხძრავიანი ორსართულიანი თვითმფრინავის Boeing 747-ის ბოლო ასლი გადასცა. ამრიგად, ლეგენდარული პროგრამის დახურვამდე, ამერიკული მწარმოებლის ბოლო თვითმფრინავს დამკვეთს უახლოეს თვეებში გადასცემს.

ამერიკულმა ავიაკომპანიამ Atlas-მა დაადასტურა, რომ მან შეკვეთილი ოთხი სატვირთო  B-747-800F-დან სამი უკვე მიიღო. ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო თვითმფრინავი უკვე აწყობის საბოლოო ეტაპზეა, განაცხადა Boeing-მა. ავიაკომპანია ბოლო Jumbo Jet-ის მიწოდებას 2023 წლის პირველ კვარტალში ელოდება. ამ პარტიიდან ორი თვითმფრინავის ექსპლუატაციაში ჩაშვება შვეიცარიული ლოგისტიკური კომპანიის Kuehne + Nagel-ის ინტერესებით მოხდება, რომელიც სპეციალიზირებულია საზღვაო კონტეინერების გადაზიდვაში.