საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრი ამ დროისათვის არც ერთი Boeing 737 MAX 9 არ ირიცხება.

აშშ-ში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, არსებული ხომალდების ინსპექტირების მიზნით ქვეყნებმა Boeing 737 MAX 9-ის ექსპლუატაცია შეაჩერეს. ცნობილია, რომ აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ შეაჩერა ამ მოდელის თვითმფრინავების ექსპლუატაცია შემოწმებისთვის. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ გამოაცხადა Boeing 737 Max 9 -ის გამოყენების დროებითი შეჩერება და აღნიშნა, რომ ამჟამად არცერთი ევროპული ქვეყანა არ იყენებს ამ მოდელს ფრენებისთვის.

თურქულმა გადამზიდავმა Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ ის აჩერებს ხუთივე Boeing 737 Max-ით ოპერირებას და დასძინა, რომ „ისინი არ იფრენენ ტექნიკური შემოწმების დასრულებამდე და ხელისუფლების მიერ დადგენილი ზომების განხორციელებამდე“.

ირკვევა, რომ  Boeing 737 MAX 9 თვითმფრინავების უმეტესობა საკუთარ პარკში ჰყავთ ძირითადად ამერიკულ ავიაკომპანიებს United Airlines-სა (79) და Alaska Airlines-ს (65).

რატომ შეაჩერა Alaska Airlines-მა თავისი ყველა Boeing 737 MAX 9-ით ოპერირება?