2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საჰაერო სივრცის 20,16%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 42 330-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 48,97%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 11,73%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის 5 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 53 020 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 37 887 გადაფრენა. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის (ერთეული გადაფრენა) 28 415-ჯერ გამოყენებაა დაფიქსირებული.