2022 წლის მაისში საქართველოს საჰაერო სივრცის 5,18%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, მაისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 10 819-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 44,74%-ით მეტია 2021 წლის მაისის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 202,63%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის მაისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 7 475 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში  3 575 გადაფრენა. პანდემიამდე არსებულ (2019 წლის მაისი) პერიოდში კი სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის 10 286-ჯერ გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა.