2022 წლის აპრილის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ია.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის აპრილის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 53 სატვირთო რეისი შეასრულა.

შესრულებული რეისების მიხედვით სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული სატვირთო კომპანია Geo Sky, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 49 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელმაც აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14 რეისი განახორციელა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციას 9-9 შესრულებული რეისით ორი ავიაკომპანია იყოფს:  უნგრული სატვირთო ავიაკომპანია Fleet Air International-ი და თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.