ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ი ბათუმში მიმდინარე ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI TRAVEL 2022-ში მონაწილეობს. ავიაკომპანია საკუთარ სერვისებს სთავაზობს, როგორც გამოფენის მონაწილეებს ასევე მის სტუმრებს. TCA Airlines-ი   დაინტერესებულია ასევე ახალი პარტნიორების მოძიებით და არსებული კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებით, როგორც ტურისტულ ასევე სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით, რათა მათი ტურისტების კომფორტული მომსახურება უზრუნველყოს.

“საავიაციო სექტორში კარგად გვიცნობენ თუმცა, დღეს მოხარული ვარ და ამაყიც იმით, რომ უკვე ათი წელი შეუსრულდა ავიაკომპანია TCA-ს და გაცილებით ფართო აუდიტორიას წარვუდგენთ ჩვენს სერვისებს”, – აცხადებს ავიაკომპანია TCA Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიკა ქორთოშიძე.

რაც შეეხება თავად გამოფენა EXPO BATUMI-ს, რომლის ორგანიზატორია საგამოფენო კომპანია Geonet Expo, ბათუმში ყოველწლიურად იმართება. საერთაშორისო გამოფენაში 80-მდე ქართული და საერთაშორისო ტურისტული კომპანია იღებს მონაწილეობას.