2025 წლის იანვარ–აპრილში საქართველოსსაერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2,182,811 მგზავრი შეადგინა (2024 წლის იანვარ–აპრილი – 1,936,381 მგზავრი).
რაც შეეხება რეისების რაოდენობას, 2025 წლისპირველ 4 თვეში რეისების რაოდენობა 16%-ით არისგაზრდილი და ჯამურად 9,908 რეისია შესრულებულისაქართველოს აეროპორტებში (2024 წლისიანვარ–აპრილი – 8,554 რეისი).
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობისსაერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის ოთხ თვეში – 1,442,525 მგზავრი და 7,283 რეისი მიიღო, Რაც გასულიწლის პირველ 4 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 13%-იან ზრდასა (2024წლის 4 თვე – 1,278,447 მგზავრი) და რეისების 17%-იან ზრდასწარმოადგენს (2024 წლის 4 თვე – 6,235 რეისი).
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობისსაერთაშორისო აეროპორტი 2025 წლისიანვარ–აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისსმოემსახურა. წინა წელთან შედარებითმგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე – 495,235 მგზავრი), ხოლო რეისებისრაოდენობა უცვლელია.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ–აპრილში ალექსანდრე ქართველისსახელობის აეროპორტი 233,722 მგზავრსა და 1,092 რეისს მოემსახურა. Წინა წლის იმავე პერიოდთანშედარებით მგზავრთნაკადის 43,7%-იანი ზრდა (2024 წლის 4 თვე -162,699 მგზავრი) და რეისების 36,7%-იანიზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე – 779 რეისი).
Რრაც შეეხება აპრილის თვეს, ჯამურადსაქართველოს აეროპორტები 2025 წლის აპრილში648,168 მგზავრსა და 2,846 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 24%-იანი (2024 წლის აპრილი – 521,139 მგზავრი) დარეისების 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლისაპრილი – 2,399 რეისი).
აპრილის თვეში თბილისის აეროპორტში 424,907 მგზავრი და 2,066 რეისი დაფიქსირდა. 2024 წლისაპრილთან შედარებით, მგზავრთნაკადის 17%-იანი(2024 წლის აპრილი – 364,511 მგზავრი) და რეისების15%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის აპრილი1,794 რეისი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობადაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობისაეროპორტმა გასულ თვეში 145,137 მგზავრი და 423 რეისი მიიღო, რაც წინა წლის აპრილთან შედარებითმგზავრთნაკადის 49%-იან ზრდას (2024 წლის აპრილი– 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით 28%-იანზრდას წარმოადგენს (2024 წლის აპრილი – 330 რეისი).
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობისაეროპორტი აპრილში 78,124 მგზავრსა და 357 რეისსმოემსახურა. წინა წლის აპრილის თვესთანშედარებით, მგზავრთნაკადის 32%-იანი (2024 წლისაპრილი – 59,408 მგზავრი) და რეისების 30%-იანიზრდა დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი – 275 რეისი).