საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დამამათავრებელი კურსის სტუდენტებმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ს სერტიფიცირებული ინჟინრების ზედამხედველობით, ავიაკომპანიის ბაზაზე  საწარმოო პრაქტიკა წარმატებით დაასრულეს.

პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ავიაკომპანიის კუთვნილი, ექსპლუატაციიდან ამოღებული Boeing 747-200-ის დაშლის პროცესში, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და სტუდენტების მომავალი კარიერული განვითარებისათვის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორია.