COVID-19 coronavirus pandemic and travel concept, COVID-19 note in passport. Novel corona virus outbreak, spread of epidemic from China. Quarantine of tourists infected with SARS-CoV-2.

სლოვენიაში 15 ივლისდან შესვლის ახალი წესები ამოქმედდა.

ქვეყნების ე.წ. „ფერადი“ კოდირებული სიები გაუქმდა; ამიერიდან ქვეყანაში შესასვლელად ნებისმიერ მგზავრს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან მოემგზავრება, ესაჭიროება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

1. Covid-სერთიფიკატი;

· მისაღებია ევროკავშირის ციფრული სერთიფიკატი და მესამე ქვეყნების მიერ ინგლისურ ენაზე გაცემული ექვივალენტური სერთიფიკატები, რომელსაც აქვს QR კოდი და ის ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სერთიფიკატს.

· მისაღები ვაქცინებია: Pfizer / BioNtech, Moderna, AstraZeneca, Janssen, რუსული Sputnik V და ჩინური სინოვაკი და სინოფარმი.

2. უარყოფითი PCR ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში;

3. უარყოფითი სწრაფი ანტიგენი ბოლო 48 საათის განმავლობაში;

4. სამედიცინო ცნობა, რომ ისინი კოვიდ-დაავადებიდან გამოჯანმრთელდნენ. ცნობა უნდა აღემატებოდეს 10 დღეს, მაგრამ უნდა იყოს 6 თვეზე ძველი.

შესაბამისი სერთიფიკატების არ მქონე მოქალაქეებს მოუწევთ კარანტინის გავლა ათი დღის განმავლობაში, ხოლო უცხოელებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სლოვენიაში მუდმივი ან დროებითი ცხოვრების უფლება, დაიშვებიან კარანტინში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებენ, რომ აქვთ კარანტინის გავლის იზოლირებული ადგილი, ათი დღის განმავლობაში.

არის გამონაკლისებიც:

1. ტრანზიტით მიმავალი მგზავრები და სატვირთო მანქანების მძღოლები;

2. საზღვრის ორივე მხარეს მდებარე მიწის მფლობელები;

3. 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები.