საქართველოს საავიაციო ბაზარზე პოზიტიური ტენდენცია იკვეთება. თუ ცოტა ხნის წინ Eurocontrol-ის სტატისტიკაში საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი აუთსაიდერი იყო, ახლა ვითარება ოდნავ გამოსწორდა.

12 ნოემბრის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული საავიაციო ბაზრის კლება 65% იყო. ამაზე ნეგატიური მაჩვენებელი 18 ევროპულ ქვეყანაში დაფიქსირდა, პოზიტიური კი 22-ში. COVID-19-ის ​პანდემიამ ყველაზე ნაკლები გავლენა ალბანეთზე მოახდინა (-39%), ყველაზე მეტად კი უნგრეთი დააზარალა (-80%).

Eurocontrol-ის ქვეყნებში ფრენების რაოდენობის საშუალო კლებამ 62% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში რეგულარული ავიარეისები რამდენიმე ავიაკომპანიამ განაახლა.