თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ეკონომ-კლასში ადგილის წინასწარ არჩევისთვის გადასახადი დააწესა. ახალი წესი ძალაში უკვე შევიდა და ვრცელდება ყველა ახალ ჯავშანზე, რომლებიც 2021 წლის 1-ლი იანვრიდან მგზავრობას ითვალისწინებს. 

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია ფრენის ხანგრძლივობაზე და ადგილის ტიპზე. მაგალითად, სტანდარტული სავარძლის არჩევა 9-დან 39 დოლარამდეა, ხოლო საავარიო გასასვლელებში ან სავარძლისთვის გაზრდილ სივრცეში ადგილის შერჩევა მგზავრს 19-დან 109 დოლარამდე დაუჯდება.

როგორ მივიღო ადგილი უფასოდ?

ეკონომ-კლასის მგზავრებს, რომლებსაც საერთაშორისო რეისებზე Miles & Smiles-ის პროგრამაში Elit-ი ან Elit Plus-ი სტატუსი აქვთ, ადგილის შერჩევა უფასოდ ადრევე შეეძლებათ. 

ასევე, უფასოდ ადგილის მიღება მგზავრებს შეუძლიათ რეისამდე 26 საათით ადრე, ან ონლაინ რეგისტრაციისას. ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის კი ადგილის შერჩევა ისევ უფასოა.