უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ იმ 50 “წითელი ქვეყნის” ნუსხა გამოაქვეყნა, საიდანაც ჩამოსული მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.
ჩამონათვალში მოხვდნენ ის სახელმწიფოები, რომლებშიც 100 ათას მაცხოვრებელზე დაინფიცირებს მაჩვენებელი 40 აქტიურ შემთხვევას აღწევს.
შესაბამისად 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ უკრაინაში შემდეგი ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს: ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
რაც შეეხება “მწვანე ქვეყნების” ჩამონათვალს, ამ სიაში საქართველოცაა.