პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი სასტუმრო „მწერლები“ ოფიციალურად გაიხსნა.

▶ 20 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ქვეიშხეთში მდებარეობს, ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

▶ სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.

▶ პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 30 ადამიანი, თუმცა სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი 40-მდე ნომრის დამატებას და დასაქმებულთა მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.

https://www.facebook.com/media/set/?set=ms.c.eJxFzsENwDAIQ9GNqsQGDPsvVpUq5Pr0sUAGGXRQBV~%3B7wQ9hH1jWAWCZ164c4A86wNCGp69bNASnUJ~%3BkhezCZtSqgTMq9R~_KF27UIn0~-.bps.a.2863363017125885&type=1&__xts__[0]=68.ARB0V-sXbON7OlnOLLOD1OzL-xhc61DOF9XnhKN5wPGDPmJLkFIaa8b06z7amybgWmFvndeE44XmcULetEhYNXsQPT402E3JVX70zDRXZQ3dUV_7shUkscK-OCgPfKC3UVCXwA0SJiA26mUtDRUfVtxVcYGLOwMCNkPtfcbrakpzhw6cGhHYFpXjUNAzgut1Pq3yEuOH8sSMywP04u3VHyqTkDZHXcI8TP-86HZhTpMoDbwleulgcodaihtxyegnAcSKGQceoVbixgP2CHFkrlBxy2jPYypcZ-XO43lCuT37SMClsrTE7uso8gwbkWklNulqwqssFFV0t2vcyP1g9208a7ktwFLPOa8IJZk7jD6IO54l5ZFK9FwXuKKSvq3byjabLDO3flHCvlzzYrsvpN49e1VF7hziBgYHeRA6VMXUKIAbkinT34TJTnajJxsnTL7hfBW-BIGhSSDotq-tPa2wXk6BaGEZsarLM1Dvlc55TYBARdQePbvdGIiyjCkVjZAdh9Ra&__tn__=HH-R