საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებადი ავიაკომპანიებიდან 2021 წელს ყველაზე მაღალი დატვირთულობის მაჩვენებელი აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია Buta Airways-მა აჩვენა. AviaNews-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ Buta Airways-ის რეისებზე დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტმა 2021 წელს 92%-ი შეადგინა. რეიტინგში მეორე ადგილზე ისრაელის ავიაკომპანია El Al-ა, რომლის დატვირთულობამაც 2021 წელს 82%-ი შეადგინა. მესამე პოზიციაზე კი ირანული ავიაკომპანია Qeshm Air-ია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ავიაკომპანიის რეისებზე საჰაერო ხომალდების დატვირთულობამ 2021 წლის განმავლობაში 80%-ი შეადგინა.
მაშ ასე, 2021 წლის TOP-10 ავიაკომპანიის რეიტინგი დატვირთულობის მაჩვენებლით ასეთია:
- Buta Airways – 92%,
- El Al – 82%,
- Qeshm Air – 80%,
- Arkia – 78%,
- Air Astana – 78%,
- Belavia – 77%,
- Kuwait Airways – 77%,
- Pegasus Airlines – 76%,
- LOT Polish Airlines – 74%,
- SCAT Airlines – 74%.