თვითმფრინავის მგზავრს, რომელმაც საკუთარ თავს უფლება მისცა ბორტგამცილებელს საჯდომზე შეხებოდა, სექსუალური შევიწროების გამო ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ US News წერს.

ინციდენტი 2021 წელს მოხდა, თუმცა სასამართლომ განაჩენი ახლახანს გამოიტანა. 50 წლის კანადელი ტურისტი American Airlines-ის რეისით კანკუნიდან მაიამის მიმართულებით მგზავრობდა.

ფრენის დროს, ბორტგამცილებელმა მგზავრებისთვის საკვების ჩამორიგება დაიწყო, ხოლო მამაკაცს ლანჩბოქსი მუხლებზე დაუდო, რადგანაც თვლიდა, რომ მას ეძინა – ბორტგამცილებლის ჟესტმა კი კანადელს უხამსი ქმედებისკენ უბიძგა.

ასე რომ, კაცმა გადაწყვიტა ბორტგამცილებელი დაეჭირა და გოგონას საჯდომზე შეხებოდა – მან ეს ბორტგამცილებლის თანხმობის გარეშე და სხვა მგზავრების თვალწინ გააკეთა. დანიშნულების აეროპორტში დაშვების შემდეგ, ავიაკომპანიის თანამშრომელმა პოლიციას შევიწროების შესახებ შეატყობინა. მისი ვერსია დაადასტურეს შემთხვევის თვითმხილველებმაც.