საკონსულტაციო კომპანია IBA-მ ავიაციის სფეროს 2022 წლის ტენდენციების ანალიზი გამოაქვეყნა. IBA პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს ორი ათეული ავიაკომპანია შეწყვეტს ოპერირებას.

IBA-ს მონაცემებით, 2020 და 2021 წლებში 63 ავიაკომპანია დაიხურა ან რესტრუქტურიზაციის პროცესში იყო; სულ გაჩერებული ფლოტი აერთიანებს 1924 თვითმფრინავს.

“ვინაიდან ჩრდილოეთ ამერიკა რჩება ერთადერთ რეგიონად, სადაც საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრია 2022 წელს მოგებას აჩვენებს, IBA პროგნოზირებს, რომ ორ ათეულზე მეტი ავიაკომპანია დაახლოებით 200 თვითმფრინავის გაერთიანებული ფლოტით ფინანსურად გადახდისუუნარო იქნება“, – განმარტავენ IBA-ში. მთავარ ნეგატიურ ფაქტორებად კი ინფლაცია, საწვავის გაძვირება და გადასახადები სახელდება.