საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება 30 აპრილამდე გადაავადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი NOTAM-ი უკვე გამოაქვეყნა.

“NOTAM-ები (Notice to Airmen) COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს აპრილის ბოლომდე (30.04.20)”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ NOTAM-ში. 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, ერთ თვით, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით,  Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებ.

ამასთან, საზღვარგარეთიდან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში განთავსდება. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო-გამშვები  პუნქტების მიმდებარედ, დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყო.