კომპანია TAV Gerogria-მ  StopCoV ფონდში 150 ათასი ლარი გადარიცხა. როგორც ცნობილია, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულარული ავიარეისების შეჩერებამ TAV Gerogria მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია, სხვა ბიზნესების მსგავსად COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდება. 

“თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანიამ TAV Gerogria, COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად Stopcov ფონდში ?5? ??? ლარი გადარიცხა”, აცხადებენ კომპანიაში. 

აღსანიშნავია, რომ 2 აპრილის მონაცემებით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 21 მილიონი 100 ათასი ლარია მობილიზებული.