4 აპრილს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებაზე სპეცრეისს შეასრულებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეისი გახლავთ გეგმიური და მასზე კომპანიას ბილეთების ნაწილი გაყიდული ჰქონდა ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ხნით ადრე.

შესაბამისად 4 აპრილის რეისით ისარგებლებენ აღნიშნული მგზავრები, ხოლო დარჩენილი ბილეთები გაიყიდება 3 აპრილს თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან კომპანია Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე.