საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება კიდევ ერთხელ გადაავადა.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი NOTAM-ი უკვე გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება მოხდება არა 30 აპრილიდან, არამედ 11 მაისიდან.  ცხადია 10 მაისის ჩათვლით დადგენული თარიღი არის ამ დროისთვის განსაზღვრული ვადა და ის შესაძლოა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიცვალოს.

აღნიშნული NOTAM-ის გამოცემა, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მას შემდეგ დასჭირდა, რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისის ჩათვლით დაანონსა. 

“რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით (10.05.20)”, აღნიშნულია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.