ავიაკომპანია Emirates-ი მსოფლიოში პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც COVID-19-ზე საკუთარი მგზავრების სწრაფი ტესტირება დაიწყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება ავიაკომპანიამ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო. პირველად ტესტირება დუბაი-ტუნისის რეისის მგზავრებს ჩაუტარდათ. თავად ტესტირების პროცესი მგზავრთა რეგისტრაციის დარბაზში მოხდა და მგზავრების ანალიზის პასუხები უკვე 10 წუთში მზად იყო.

როგორც არაბული მედია წერს, გადამზიდავი ასეთ ტესტებს ჩაატარებს მხოლოდ იმ მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც COVID-19 ტესტირების სერთიფიკატს მოითხოვს.

ავიაკომპანია სოციალური დისტანციის დასაცავად სხვა რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

Etihad Airways-ი ასევე ახორციელებს ახალი პუნქტის მოწყობას, რომელიც მგზავრებს ტესტირების შედეს მიაწვდის. შესაძლოა, ეს პრაქტიკა მომავალშიც დაინერგოს და ის ფრენის თანმდევი პროცედურაც გახდეს. მგზავრებისთვის აეროპორტში სისხლის აღების პროცედურა არც თუ ისე სახალისოა, მაგრამ თუ უსაფრთხოებისთვის ტესტირება აუცილებელია, ყველა მგზავრისთვის ის პრობლემას არ წარმოადგენს.