სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტმა (UniSA), კანადურ კომპანია Draganfly Inc-თან ერთად, “პანდემიური უპილოტო” შექმნა, რომელსაც ინფექციური რესპირატორული დაავადებების მქონე პირების გამოვლენა შეუძლია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია UniSA-ს საიტზე განთავსდა.

”უპილოტო საფრენი აპარატი სპეციალიზირებული სენსორული სისტემით და ავტომატური ვიდეო ანალიზით იქნება აღჭურვილი, რომელსაც შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს ადამიანების ტემპერატურას, გულისცემას და სუნთქვის სიხშირეს. ასევე დაადგინოს ის ადამიანები, რომლებიც ახველებენ და ვირუსებს ავრცელებენ აეროპორტებში, საკრუიზო გემებში, ხანდაზმულთა სახლებში და სხვა ადგილებში, სადაც ადამიანების ჯგუფებს შეუძლიათ იმუშაონ ან შეიკრიბონ “, ნათქვამია შეტყობინებაში.

ეს ტექნოლოგია პირველად 2017 წელს წარმოადგინეს. მაშინ მეცნიერებმა 10 მეტრიანი დაშორებით გულისცემის და სუნთქვის გაზომვის და ასევე ხველების გამოვლენის შესაძლებლობები აჩვენეს.

როგორც აღინიშნა, COVID-19-ის პანდემიის დროს ეს ტექნოლოგია შესაძლოა ეფექტური სკრინინგის ინსტრუმენტი იყოს.

”მას არ შეუძლია ყველა შემთხვევის გამოვლენა, შეიძლება იყოს საიმედო ინსტრუმენტი დაავადების არსებობის ადგილის ან ადამიანთა ჯგუფის დასადგენად”, – აცხადებს UniSA-ს პროფესორი.

დღევანდელ ფონზე კი Draganfly Inc სურს სწრაფად მოახდინოს “კომერციული, სამედიცინო და სამთავრობო მომხმარებლების ინტეგრაცია.”