22 აპრილს ავიაკომპანია Georgian Airways-ი ერაყის დედაქალაქ ერბილიდან ბათუმის მიმართულებით სპეცრეისს შეასრულებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა Georgian Airways-მა უკვე დაიწყო. ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ერბილი-ბათიმის მიმართულებაზე ბილეთის ღირებულება 345.20 (100.30€) ლარს შეადგენს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, სამშობლოში დასაბრუნებელი ავიაბილეთის შეძენამდე საქართველოს მოქალაქეები საელჩოს ან საკონსულოს უნდა დაუკავშირდნენ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სპეცრეისის დანიშვნა რამდენიმე დღის უკან გადაწყდა.

“აჭარის მთავრობასთან ერთად მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ, ერბილში, ერაყში საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენების მიმართულებით და მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ განხორციელდება სპეცრეისი, გამომდინარე იქიდან რომ სახ მელეთო გზით გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ სახმელეთო საზღვრები, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე დაბრუნდეს სპეცრეისით და მასთან ერთად ასევე დაბრუნდებიან მისი ახლობლები, ნათესავები და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 13 აპრილს.