​​ევროკომისია ევროპელებს ურჩევს, რომ ზაფხულში ტურისტული მოგზაურობები არ დაგეგმონ. ევროკომისარი ურსულა ფონ დერ ლიაიენი ევროპის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, რომ მოგზაურობა შემოდგომაზე ადრე არ განახორციელონ. 

“მე გირჩევთ, რომ მოვითმინოთ და საზაფხულო მოგზაურობა არ დაგეგმოთ, რადგან ევროპა კვლავ სერიოზულად არის დაზარალებული COVID-19-ის პანდემიით. ამ დროისათვის დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება ივლის-აგვისტოზე არავის არ შეუძლია. ჩვენ მოგვიწევს რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა მომავალ წელსაც ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება”, განაცხადა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა.