აზერბაიჯანმა 2024 წლის 2 იანვრამდექვეყანაშო სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედება გაახანგრძლივა, რაც თავის მხრივ COVID-19-ს გავრცელების პრევენციას უკავშირდება. შესაბამისად, აზერბაიჯანსა და საქართველოსა შორის სახმელეთო გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება.

2023 წლის აგვისტოში, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრის გახსნის თხოვნით მიმართეს. საკარანტინო ზომები 2020 წლის გაზაფხულიდან შევიდა ძალაშია და განსაკუთრებით სირთულეებს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომელთაც ოჯახების მონახულება სურთ. დღემდე გადაადგილების ერთდაერთ და ხშირად არახელმისაწვდომ საშუალებად ფრენა რჩება.