უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა მიიღო უცხოური ავიაკომპანიის სერთიფიკატი FAR129, რომელიც მას აშშ-ს ბაზარზე ოპერირების საშუალებას აძლევს.

აშშ-ის საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვა ავიაკომპანიის ფლოტიდან ოთხ Boeing 737-800 თვითმფრინავს მიენიჭა: UR-SQB, UR-SQC, UR-SQF და UR-SQP.

ავიაკომპანიის განმარტებით, ნებართვა მიენიჭა ყველა ხომალდს, რომელიც ავიაკომპანიამ განაცხადში შეიტანა.

„ბრენდის საერთაშორისო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მიზანი მიღწეულია. ვამაყობ გუნდით, მათი პროფესიონალური მიდგომით და შედეგის მიღწევის მოტივაციით. ასევე, კომპანიის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდი აშშ-ს კომპეტენტურ სამთავრობო უწყებებს ნდობისთვის და აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა SkyUp Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი სეროუხოვმა.

ამერიკულ ბაზარზე ავიაკომპანია გეგმავს ACMI სერვისების განვითარებას და ჩარტერული ფრენების განხორციელებას.

როგორც სერტიფიცირების ნაწილი, SkyUp Airlines-მა მიიღო DOT approval (შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოების ნებართვა, როგორც საჰაერო გადამზიდავი), TSA approval (საავიაციო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება საჰაერო ტრანსპორტირებისთვის აშშ-დან/შეერთებულ შტატებში), FAA approval ( საოპერაციო სპეციფიკაცი Part129).

შეგახსენებთ იმასაც, რომ SkyUp Airlines-მა დაარეგისტრირა ახალი ავიაკომპანია ევროკავშირში.