ევროკომისიამ დაამტკიცა საფრანგეთის მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვა, რომელიც მოკლე მანძილზე შიდა ფრენებს შეეხება. ახალი წესის თანახმად, იკრძალება შიდა ფრენები ისეთ მოკლე მანძილებზე, სადაც მატარებლით ჩასვლა 2,5 საათზე ნაკლები დროშია შესაძლებელი. შარლ დე გოლის აეროპორტთან დამაკავშირებელი ფრენები გამონაკლისია. გადაწყვეტილება, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ ნახშირბადის ემიციების შემცირების მიზნით მიიღო, 3 წლის შემდეგ გადაიხედება.
აღნიშნული აკრძალვის შემოღება დასახელდა ერთ-ერთ წინაპირობად ჯერ კიდევ 7 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო დახმარების გაცემამდე, რომელიც ეროვნულმა ავიაგადამყვანმა Air France-მა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მიიღო.