მოგზაურობის სერვისმა WayAway-მა საჰაერო მგზავრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა გამოერკვია თუ რა უხერხულობას აიტანდნენ ისინი ფრენაზე ფასდაკლების სანაცვლოდ.

კვლევის მონაცემები SurveyMonkey Audience პლატფორმის გამოყენებით შეგროვდა. გამოკითხული იქნა 18 წელზე უფროსი ასაკის 511 ამერიკელი (ქალების 49% და მამაკაცების 51%). აქედან 38% 18-დან 29 წლამდე ასაკის რესპონდენტია, 50% 30-44 წლის, ხოლო 12% 45-დან 60 წლამდე.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ავიაბილეთის ღირებულების შემცირების სანაცვლოდ, უმრავლესობა თანახმაა ფეხზე მდგომმა იფრინოს, მარშრუტზე ხუთ ტრანსფერზე, ან მზად არის უარი თქვას ტუალეტზე წვდომაზე.

რესპონდენტთა თითქმის 9%-ს შეუძლია ფეხზე მდგომმა იმგზავროს 5-10%-იანი ფასდაკლების სანაცვლოდ, 30.8%-ს კი 20-30%-იანი ფასდაკლების და 31%-ზე ოდნავ მეტი კი თანახმაა ფეხზე მდგარმა იმგზავროს, თუ კი ბილეთის ფასი განახევრდება. გამოკითხულთა 29% არასოდეს განიხილავს ამ ვარიანტს.

რაც შეეხება ტუალეტის ხელმისაწვდომობას, გამოკითხულთა 8.7% მზად არის მასზე უარი რამდენიმე საათით თქვას თუ კი 5-10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, გამოკითხულთა 23,1%-ი 20-30%-იანი ფასდაკლების სანაცვლოდ აიტანს ამ დისკომფორტს, ხოლო 50%-იანი ფასდაკლებით გამოკითხულთა 29,2%. 39%-ისთვის ასეთი წინადადება მიუღებელია.

დაბოლოს, გამოკითხულთა მხოლოდ 4.6% განიხილავს ხუთ ტრანსფერს 5-10%-იანი ფასდაკლების სანაცვლოდ. სასიამოვნო 20-30%-იანი ფასდაკლება გამოკითხულთა 18%-ს დაარწმუნებს, ბილეთის ფასის განახევრება იქნება გადამწყვეტი 35,4%-ისთვის და 42% არასოდეს დაეთანხმება ასეთ ვარიანტს.

„ძალიან გაგვიკვირდა, რამდენადაც რესპონდენტები მზად არის შეეგუოს მართლაც სერიოზულ დისკომფორტს ფასდაკლების მისაღებად. ახლა კი გვაინტერესებს ეს მაჩვენებლები ასახავს იმას, რომ ბილეთების ფასები ახლა ძალიან მაღალია, ან ზოგადად ფრენა ძალიან ძვირია?“- დასძინა WayAway-ის წარმომადგენელმა ჯანის ძენისმა.