საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და ოპერატორი კომპანია ADP-ის (Aéroports de Paris) ერთობლივი გადაწყვეტილებით, პარიზის მთავარ აეროპორტს დროებით სახელი ეცვლება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი დროებით გარდაცვლილი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა დე გოლის სახელობის იქნება, რომელსაც დაუნის სინდრომი ჰქონდა.
„ანა დე გოლის ფონდის მიზანი, მხარი დაუჭიროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ხალხს აერთიანებს. როდესაც ფონდი ჩვენთან მოვიდა ამ იდეით, რომ შეგვეცვალა აეროპორტის სახელი, გენერალ დე გოლისა და იოვენ დე გოლის ქალიშვილის, ანას სახელით, ჩვენ ამაში დავინახეთ შესანიშნავი შესაძლებლობა“,- განაცხადა ჯგუფ ADP-ის თავმჯდომარე ავგუუსტინ დე რომანემ.
ამ ნაბიჯით, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში პარიზის აეროპორტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის შესახებ.