აჭარის ახალი მთავრობა ტურიზმის მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. უკვე ცნობილია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე სამომავლოდ ტურიზმის ელჩის თანამდებობის შემოღებასაც აპირებს, რომელიც აჭარის პოპულარიზაციით იქნება დაკავებული.

გეგმის მიხედვით, შეირჩევა წარმატებული და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და მათ აჭარის ტურიზმის ელჩობაზე შეთავაზება გაუკეთდებათ. ეს ადამიანები აჭარას და მის ტურისტულ პოტენციალს პოპულარიზაციას გაუკეთებენ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ. თუმცა მანამდე შესაბამისი კანონმდებლობა სრულყოფაში იქნება მოყვანილი.